The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო მაჩურიშვილი

ნინო მაჩურიშვილი
Date of birth:28 October, 1985  (39 years)
Category:Explorer, Political Scientist

Biography

დაამთავრა ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2006 წელს; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა ევროპისმცოდნეობის სპეციალობით 2010 წელს; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტურა 2018 წელს. გავლილი აქვს შემდეგი სასწავლო პროგრამები: ევროპული სოლიდარობის აკადემია - სოლიდარობის ექსპრესი - მონაწილე (გდანსკი, პოლონეთი, 2009); საფრანგეთის საელჩო საქართველოში – საერთაშორისო მოლაპარაკებების შესახებ სემინარი - მონაწილე (2009); ფრიბურგის უნივერისტეტი (შვეიცარია) - შვეიცარიის კავკასიის აკადემიური ქსელის სტიპენდია - კვლევითი ვიზიტი (2011); კიევის ეროვნული უნივერსიტეტი, კიევის მოჰილას აკადემია (უკრაინა)  -  ტემპუსის სტიპენდია - კვლევითი ვიზიტი (2012); ბაბეშ-ბოიას უნივერსიტეტი (რუმინეთი, კლუჟ-ნაპოკა). - ერასმუს მუნდუსის სტიპენდია - კვლევითი ვიზიტი (2015). სადისერტაციო თემა - "ფარდობითი დეპრივაცია და ფერადი რევოლუციები პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში: საქართველოს, უკრაინის, ყირგიზეთის შემთხვევების ანალიზი".

2006-2007წწ. საქრთველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სტაჟიორი; 2007-2009წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო რეზერვი; 2009-2013წწ. თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის წამყვანი სპეციალისტი; 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის ასისტენტი, სასწავლო კურსი - ევროპა გლობალური აქტორი; 2010-2013წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი; 2013-2014წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის თანაშემწე - სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების მიმართულება; 2015 წლიდან : ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი სასწავლო კურსი - შესავალი პოლიტიკის მეცნიერებაში;  სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) - ასისტენტი, საერთაშორისო ურთიერთობები; სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი - იურიდიული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.  ნ. მაჩურიშვილის სამეცნიერო კვლევითი ინტერესები ფარავს პოსტ-საბჭოთა ტრანზიციის, სამოქალაქო მოძრაობისა და სოციალური უთანასწორობის საკითხებს (scholar.google.com). პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი.

Member of Organizations

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2007-2009)

Bibliography


Share: