The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ელიავა

შალვა ელიავა
Date of birth:27 February, 1953  (72 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1976 წელს; თბილისის სახელმწიფო უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1980 წელს.

1976-1980წწ. მუშაობდა თბილისის ნევროლოგიის ინსტიტუტის ნეიროქირურგიულ განყოფილებაში; 1980-1982წწ. აკად. ნ.ნ. ბურდენკოს სახ. სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სისხლძარღვთა განყოფილების თანამშრომელი; 1982 წელს ჩააბარა ნეიროქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკურ ასპირანტურაში; 1992-1994წწ. მუშაობდა ქ. ერლანგენის (გერმანია) ნეიროქირურგიულ კლინიკაში. 2000 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 2010 წლიდან აკად. ნ.ნ. ბურდენკოს სახ. სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სისხლძარღვთა ნეიროქირურგიის განყოფილების უფროსი. ავტორია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და ორი მონოგრაფიის. ექიმი-ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.              

საკანდიდატო დისერტასიის თემა - "ავმ-ის კლინიკა, დიაგნოსტიკა, მიკროქირურგიული მკურნალობა", დაიცვა 1985 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ღრმა სტრუქტურების არტერიოვენური მალფორმაცია: კლინიკა, დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობქა", დაიცვა 1992 წელს.

Member of Organizations

  • რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2016-)

Share: