შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონდრატი გაბიჩვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩორჯო, ხვანჭკარის თემი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი (1891), სასოფლო-სამეურნეო სკოლა (1897) და იალტის უმაღლესი მეურნეობის კურსები (1902). ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სკოლაში სწავლისას (1891-1897) მიხა ცხაკაიას ხელმძღვანელობით, მონაწილეობდა "მესამე დასელთა" წრეში, იმავე დროს რედაქტორობდა მოწაფეთა ხელნაწერ ჟურნალ "ნორჩ მეურნეს"- ზემოურის ფსევდონიმით. 1898-1900 წლებში გურიის სოფლებში მუშაობდა მასწავლებლად, 1903 წლიდან კი საუფლისწულო და სახალხო მამულებში მეღვინედ, რაიონის აგრონომად და სხვ. 1908-1915 წლებში იყო მიწათმოქმედების სამინისტროს სასოფლო ეკონომიკისა და სასოფლო მეურნეობის სტატისტიკის განყოფილების მუდმივი კორესპონდენტი, შემდეგ საკავშირო ხარისხის ინსპექტორი. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1899 წლიდან ("ჯეჯილი" №3,4,5). წერდა სოფლის მეურნეობის შესახებ, უმთავრესად მეღვინეობაზე. კომპოზიტორ რევაზ გაბიჩვაძის მამა. მეღვინე, აგრონომი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I . ა-დ/იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.460
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |