The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოლგა გაბუნია-არეშიძე

Legal name:ოლგა გაბუნია
Date of birth:1885
Date of death:26 October, 1919  (at 34 years)
Category:Politician

Biography

1900 წელს, პროფესიულ სასწავლებელში დაარსა ქალთა პირველი წრე. ამ დროიდან მონაწილეობდა ყველა რევოლუციურ გამოსვლაში. 1903 წელს, დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის, პუშკინის ბაღთან კაზაკებისაგან ნაცემი, მეტეხის ციხეში იჯდა. სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილებისას ბოლშევიკურ ფრაქციას მიემხრო. 1908 წელს, ვერის რაიონული ორგანიზაციის საქმეზე დააპატიმრეს, 4 წლით კატორღა მიუსაჯეს, რაც შემდეგ 2 წლის პატიმრობით შეუცვალეს. 1912 წელს 5 წლით ციმბირში გადაასახლეს. პარტიაში მომხდარი განხეთქილების შემდეგ ბოლშევიკურ ფრაქციას მიემხრო.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I . ა-დ/იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.472


Share: