Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არტემ გაბუნია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გულუხეთი, აბაშის რაიონი. დაამთავრა ხონის საქალაქო სკოლა, ქუთაისის გიმნაზია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ კომიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე, 1935 წელს აქტიურად მონაწილეობდა ბორჯომის მუზეუმის მოწყობაში. იგი მრავალი წლის მანძილზე ეცნობოდა და აგროვებდა ხალხური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს, საქართველოში მოიძია და მუშაობა განაახლებინა ხალხური ხელოვნების სხვადასხვა დარგის (ქარგულობის, მხატვრული ქსოვის, ხეზე კვეთის, ჭედური, გერხილური, აქაქური ხელოვნების, სევადური, მხატვრული დაჩითულობის და სხვ.) ოსტატებს. მოაწყო ექსპერიმენტული სახელოსნო, შეადგინა "საქართველოს ხალხური შემოქმედების გამოფენის კატალოგი" (თბ., 1937, 61 გვ.). გამოსაცემად გამზადებული დარჩა: "ოქრომჭედლები - ხანდამაშვილი და ფ. ძაძამიძე", "ქარგულობის ოსტატები - ა. ჯანდიერი და ლ. რამიშვილი", "ხეზე კვეთის ოსტატი გ. ავალიშვილი", "კერამიკოსი კბილაშვილი", "ლენინისა და სტალინის სახენი საქართველოს ხალხურ სახვით ხელოვნებაში" და სხვ. არტემ გაბუნიას დაწყებულ საქმეს სათავეში ჩაუდგა მისი მეუღლე ბარბარე ბებუთაშვილი-გაბუნია. საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I . ა-დ/იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.470
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |