შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არტემ გაბუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გულუხეთი, აბაშის რაიონი. დაამთავრა ხონის საქალაქო სკოლა, ქუთაისის გიმნაზია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ კომიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე, 1935 წელს აქტიურად მონაწილეობდა ბორჯომის მუზეუმის მოწყობაში. იგი მრავალი წლის მანძილზე ეცნობოდა და აგროვებდა ხალხური ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს, საქართველოში მოიძია და მუშაობა განაახლებინა ხალხური ხელოვნების სხვადასხვა დარგის (ქარგულობის, მხატვრული ქსოვის, ხეზე კვეთის, ჭედური, გერხილური, აქაქური ხელოვნების, სევადური, მხატვრული დაჩითულობის და სხვ.) ოსტატებს. მოაწყო ექსპერიმენტული სახელოსნო, შეადგინა "საქართველოს ხალხური შემოქმედების გამოფენის კატალოგი" (თბ., 1937, 61 გვ.). გამოსაცემად გამზადებული დარჩა: "ოქრომჭედლები - ხანდამაშვილი და ფ. ძაძამიძე", "ქარგულობის ოსტატები - ა. ჯანდიერი და ლ. რამიშვილი", "ხეზე კვეთის ოსტატი გ. ავალიშვილი", "კერამიკოსი კბილაშვილი", "ლენინისა და სტალინის სახენი საქართველოს ხალხურ სახვით ხელოვნებაში" და სხვ. არტემ გაბუნიას დაწყებულ საქმეს სათავეში ჩაუდგა მისი მეუღლე ბარბარე ბებუთაშვილი-გაბუნია. საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I . ა-დ/იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.470
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |