შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თედორე აფანასიევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა მანგლისი, თეთრი წყაროს რაიონი. სოციალ-დემოკრატიული წრეების ერთ-ერთი პირველი ორგანიზატორი. 1880-იან წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარ სახელოსნოებში. 1889 წელს სახელოსნოების მუშათა გაფიცვაში მონაწილეობისათვის სამუშაოდან დაითხოვეს. 1892 წლის დასაწყისში მაქსიმ გორკისთან ერთად მონაწილეობდა თბილისის მუშათა თვითგანვითარების ლიტერატურულ-რევოლუციური წრის - "კრასნოგორსკის კომუნის" - დაარსებაში. 1892 წლის ზაფხულში მისი თაოსნობით შეიქმნა ამიერკავკასიის ერთ-ერთი პირველი სოციალ-დემოკრატიული ჯგუფი ("აფანასიევის წრე"), რომელმაც დიდი როლი შეასრულა მარქსიზმის გავრცელებასა და სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის განვითარებაში. მის ბინაში იყო თბილისის მუშების მიერ მოწყობილი პირველი მარქსისტული არალეგალური წიგნსაცავი, რომელიც აფანასიევის დაპატიმრების შემდეგ (1897 წლის 26 ივნისი) პოლიციას ჩაუვარდა ხელში. 1899 წელს იგი ვიატკის გუბერნიაში გადაასახლეს. 1903 წელს დაბრუნდა და განაგრძო რევოლუციური მოღვაწეობა თბილისის გარნიზონის ჯარისკაცთა შორის. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იბრძოდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისათვის. 1920 წელს მენშევიკურმა მთავრობამ დააპატიმრა და ბაქოში გადაასახლა. აზერბაიჯანის საბჭოთა მთავრობამ სამუშაოდ გაგზავნა ქ. განჯაში, სადაც მალე გარდაიცვალა. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.2.-თბ., 1977.-გვ.13
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |