Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზეინაბ სარია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. 1975-2014 წწ. იყო ქ. ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მეთოდგაერთიანების ხელმძღვანელი; 1996-2003 წწ. სამეცნიერო - ლიტერატურულ ჟურნალ "მაფშალიას" რედაქტორი; 2007-2015 წწ. შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო განყოფილების უფროსი, სამეცნიერო შრომათა კრებულის რედაქტორი; 2010 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ლექციებს კითხულობს უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიაში, ლიტერატურის თეორიასა და ლიტერატურისმცოდნეობის შესავალში, სხვადასხვა არჩევით საგანში; ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე (2006); სალიტერატურო ჟურნალთან "ებგური" ტერენტი გრანელის პრემიის დამაარსებელი. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთი სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში, განსაკუთრებით აქტიურობს ლიტერატურის ინსტიტუტის ეგიდით ჩატარებულ ლექსმცოდნეობის სესიებზე, გავლილი აქვს ათეულობით პროფესიული ტრენინგი; არის 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მოსწავლეებთან შემოქმედებითი მუშაობისთვის თბილისის მოსწავლეთა სასახლის შემოქმედებითი სტუდიის მიერ დაჯილდოებულია სიგელით (1983). ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1996), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი (2010). 1996 წელი - საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გალაკტიონის ვერლიბრი", დაიცვა 1996 წელს; 2006 წელი - სადოქტორო დისერტაციის თემა - "გალაკტიონ ტაბიძის ინტიმურ-მედიტაციური და სამოქალაქო-პუბლიცისტური ლირიკა", დაიცვა 2006 წელს. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |