შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზეინაბ სარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. 1975-2014 წწ. იყო ქ. ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მეთოდგაერთიანების ხელმძღვანელი; 1996-2003 წწ. სამეცნიერო - ლიტერატურულ ჟურნალ "მაფშალიას" რედაქტორი; 2007-2015 წწ. შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო განყოფილების უფროსი, სამეცნიერო შრომათა კრებულის რედაქტორი; 2010 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ლექციებს კითხულობს უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიაში, ლიტერატურის თეორიასა და ლიტერატურისმცოდნეობის შესავალში, სხვადასხვა არჩევით საგანში; ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე (2006); სალიტერატურო ჟურნალთან "ებგური" ტერენტი გრანელის პრემიის დამაარსებელი. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთი სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში, განსაკუთრებით აქტიურობს ლიტერატურის ინსტიტუტის ეგიდით ჩატარებულ ლექსმცოდნეობის სესიებზე, გავლილი აქვს ათეულობით პროფესიული ტრენინგი; არის 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მოსწავლეებთან შემოქმედებითი მუშაობისთვის თბილისის მოსწავლეთა სასახლის შემოქმედებითი სტუდიის მიერ დაჯილდოებულია სიგელით (1983). ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1996), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (2006), პროფესორი (2010). 1996 წელი - საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გალაკტიონის ვერლიბრი", დაიცვა 1996 წელს; 2006 წელი - სადოქტორო დისერტაციის თემა - "გალაკტიონ ტაბიძის ინტიმურ-მედიტაციური და სამოქალაქო-პუბლიცისტური ლირიკა", დაიცვა 2006 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |