შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დემურ გიორხელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძეძილეთი, ხონის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსბუქი მრეწველობის ფაკულტეტი სპეციალობით ტყავის ნაკეთობათა ტექნოლოგია 1974 წელს. 1974-1977წწ. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მასალათა გამძლეობის კათედრის ლაბორატორიის გამგე; 1977-1979წწ. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მასალათა გამძლეობის კათედრის ასისტენტი; 1980-1982წწ. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მასალათა გამძლეობის კათედრის უფროსი ინჟინერი; 1982-1986წწ. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მასალათა გამძლეობის კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი, უფროსი მასწავლებელი; 1986-1989წწ. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაერთიანებული პროფკავშირული კომიტეტის თავმჯდომარე; 1989-1994წწ. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მასალათა გამძლეობის კათედრის უფროსი მასწავლებელი; ქუთაისის კონტროლის პალატის თავმჯდომარე (1994); 1994-1995წწ. იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის რეგიონის კონტროლის პალატის თავმჯდომარე; 1995-1997წწ. იმერეთის რეგიონის კონტროლის პალატის თავმჯდომარე; 1997-1999წწ. საქართველოს კონტროლის პალატა, იმერეთის ბიუროს უფროსი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ეკონომიკის ექსპერტი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 125 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |