შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ერეკლე ყულოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა კახის რაიონის (საინგილო, აზერბაიჯანი) N1 ინტერნაციონალური სკოლა 1995 წელს; საქართველოს გაერთიანებული სამხედრო აკადემია არტილერისტის სპეციალობით 2000 წელს. მე-4 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მართვის ოცეულის მეთაური (2000); მე-4 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მეთაურის მოადგილე (2007); მე-4 ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის მეთაური (2008); 2007 წელს სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა ერაყში. მის სახელს უკავშირდება მე-4 ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის ჩამოყალიბება. დაიღუპა საავიაციო დაბომბვის დროს (2008 წლის აგვისტო, რუსეთ-საქართველოს ომი). 2010 წლის 8 აგვისტოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში (დიღმის მასივი) მე-4 ქვეითი ბრიგადის არტილერიის მეთაურის, კაპიტან ერეკლე ყულოშვილის ობელისკი გაიხსნა. კაპიტანი. წყარო: გმირი : 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი: ნაწ. 1 / წიგნზე მუშაობდნენ: თორნიკე ყაჯრიშვილი, თამარ შარმიაშვილი, დავით ფაჩუაშვილი [და სხვ.].-თბ.,2010.-გვ.23-26; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: history.mod.gov.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |