Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალერიან ვაშაკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, ქუთაისის მაზრა. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში. 1905-1907წწ. მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში. რეაქციის (1908-1910) დროს იყო თბილისის ბოლშევიკური კომიტეტის წევრი. იბრძოდა მენშევიკ-ლიკვიდატორების წინააღმდეგ. 1911 წელს დააპატიმრეს და ჩასვეს მეტეხის ციხეში. 1913 წელს გადაასახლეს ირკუტსკის გუბერნიაში, საიდანაც 1915 წელს გაიქცა; არალეგალურად მუშაობდა ირკუტსკის მაღაროს მუშებში, მონაწილეობდა ჩერემხოვოს მუშათა დეპუტატების საბჭოს შექმნაში. 1917 წელს დაბრუნდა თბილისში, სადაც აირჩიეს ამიერკავკასიის რკინიგზელთა პროფკავშირის ცკ-ის, 1918 წელს რსდმპ(ბ) თბილისის საგუბერნიო კომიტეტის, 1919 წელს რკპ(ბ) ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის წევრად. 1920 წელს იყო კომინტერნის II კონგრესის დელეგატი საქართველოდან. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა. იყო ამიერკავკასიის სფსრ და საქართველოს სსრ კაცის წევრი. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979.-გვ.327; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ. 191 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |