The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გალაქტიონ ვაშაძე

გალაქტიონ ვაშაძე
Date of birth:1880
Date of death:26 June, 1937  (at 57 years)
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ჭიათურა, შორაპნის მაზრა.

სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. 1902 წელს შევიდა სემინარიის მოსწავლეთა მარქსისტულ წრეში და აქტიურად მონაწილეობდა მოსწავლეთა გაფიცვაში, რისთვისაც სემინარიიდან გარიცხეს, დააპატიმრეს და ჭიათურაში გაასახლეს პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. მონაწილეობდა ჭიათურის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის შექმნაში. 1903 წლის ჭიათურის მუშათა ივლისის გაფიცვის მოთავე, 1905 წლის დეკემბერში კი შიარაღებული აჯანყების ხელმძღვანელი შორაპნის მაზრაში. 1906-1908წწ. პარტიულ მუშაობას ეწეოდა პეტერბურგში. 1908 წლის შემოდგომაზე დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში გადააგზავნეს. 1910 წლის ივნისში გაათავისუფლეს, ჭიათურაში დაბრუნდა და განაგრძობდა არალეგალურ მუშაობას. 1913 წლის ზაფხულში ჭიათურის მუშათა გაფიცვის დროს იყო საგაფიცვო ბიუროს წევრი. 1914 წელს ჭიათურაში საპირველმაისო დემონსტრაციის მოწყობისათვის კვლავ დააპატიმრეს და 5 წლით ენისეის გუბერნიაში გადაასახლეს. 1917 წლის მარტში ჭიათურაში დაბრუნდა, სადაც აირჩიეს ბოლშვიკური კომიტეტის წევრად, შემდეგ თავმჯდომარედ. 1920 წლის ოქტომბრიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე მუშაობდა აზერბაიჯანის სსრ საგარეო ვაჭრობის კომისარიატის წარმომადგენლად ქ. თბილისში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. იყო ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციების VI ყრილობის დელეგატი. 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს. ბრალად ედებოდა კონტრრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციის წევრობა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ., 1979.-გვ.227-228; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: სტალინური სიები: nplg.gov.ge

Member of Organizations

  • კომუნისტური პარტია, წევრი (1904-)

Share: