The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ცოტნე სამადაშვილი

ცოტნე სამადაშვილი
Date of birth:28 April, 1950  (73 years)
Category:Scientist, Agricultural Worker

Biography

დაბადებისადგილი: სოფელი ბაკურციხე, გურჯაანის მუნიციპალიტეტი

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1972 წელს.

1972–1975 წწ. ამავე ინსტიტუტის გენეტიკის და სელექცია-მეთესლეობის კათედრის ასპირანტი; 1976–1979 წწ. უფროსი ლაბორანტი, 1979-1984 წწ. ასისტენტი, 1984-1997 წწ. დოცენტი, 1997-დან პროფესორი; 1976 წელს დაიცვა საკანდიდატო და 1994 წელს სადოქტორო დისერტაცია, 1997 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება; 1984-1994 წწ. აგრონომიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში; 2006-2012 წწ. აგრონომიული ფაკულტეტის აგროტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსი; 2015 წლიდან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი. პროფ. სამადაშვილის შრომები ეხება ხორბლის და ტრიტიკალეს კულტურის სისტემატიკას, გენეტიკას, სელექციას და მეთესლეობას.  პროფ. ც. სამადაშვილის ხელმძღვანელობით პირველად იქნა შესწავლილი ჰიბრიდული ნეკროზის გავლენა ქლოროფილის პიგმენტებზე. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში პირველად შეიქმნა და გავრცელდა ტრიტიკალეს ორი ჯიში, რომელთა ფართობებმა 20 ათას ჰა-ს გადააჭარბა. იგი არის 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 10 მეთოდური მითითების, 6 ახალი ჯიშის და პატენტის, 3 მონოგრაფიის, 13 სახელმძღვანელოს და 8 პრაქტიკული რეკომენდაციის ავტორი და თანაავტორი.

Member of Organizations

  • განათლების სამინისტროს აკრედიტაციის სამსახური, ექსპერტი (2016-)
  • საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭო, წევრი (2006-2018)
  • სპეციალიზირებული სადისერტაციო საბჭო, წევრი (2012-)

Awards and Honors

  • 2016 - ს/მ მეცნიერებათა აკადემიის პრემია
    საუკეთესო სახელმძღვანელოსათვის
  • 1999 - ღირსების მედალი
    საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის დარგებისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო -პედაგოგიური და ორგანიზაციული საქმიანობისათვის მოღვაწეობისათვის
  • 1984 - ოქროს თავთავი
  • 1982 - საქართველოს კომკავშირის პრემია

Bibliography


Share: