The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ტურაზაშვილი

გიორგი ტურაზაშვილი
Date of birth:5 September, 1972
Date of death:23 December, 2022  (at 50 years)
Category:Lawyer, Educator

Biography

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი იურისტის კვალიფიკაციით 1995 წელს.

2000-2004 წწ. იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და აწარმოებდა საადვოკატო პრაქტიკას სისხლის სამართლის სფეროში ("იურიდიული კომპანია "ტურაზაშვილი და პარტნიორები"); 2006 წლიდან გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში (2005-2007 წწ. საადვოკატო ბიუროს მმართველი პარტნიორი); 2007 წლიდან იყო ადვოკატის კაბინეტის ხელმძღვანელი, ხოლო 2008, 2009–2014 და 2018 წლებში კავკასიის უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი - ადვოკატის პროფესიული უნარ ჩვევების, იურიდიული ეთიკისა და ადვოკატის როლის შესახებ დისციპლინებში; 2009 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრისა და "ამერიკის იურისტთა ასოციაციის" (საქართველოს ოფისი) სერთიფიცირებული ტრენერი პროფესიულ უნარ ჩვევებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსათვის, სისხლის საპროცესო სამართალი (კოდექსი, შეჯიბრებითობა, ექსპერტიზა), ადვოკატის პროფესიული ეთიკა და სამართლებრივი მართლწერა; 2010–2012 წწ. იყო "ნორვეგიის კანონის უზენაესობა საქართველოში" მისიის სერთიფიცირებული ტრენერი - სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთება; 2013–2014 წწ. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების პროექტის ტრენერი - სისხლის საპროცესო სამართლის ძირითადი საკითხები; 2015 წლიდან  საქართველოში გიორგი ტურაზაშვილი არის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ბრძოლის მექანიზმების შესახებ მიმდინარე რეფორმის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი; 2016-2017 წწ. არჩეული იქნა საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ეთიკის კომიტეტის წევრად. ადვოკატი, სამართლის სერთიფიცირებული სპეციალისტი, ტრენერი, ლექტორი და კონსულტანტი სისხლის სამართლის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევების, იურიდიული ეთიკის, სამართლებრივი მართლწერის და ბავშთა მართლმსაჯულების კომპეტენციით.

წყარო: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია: gba.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, აღმასრულებელი საბჭოს წევრი
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2006-)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, წევრი (2017-)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია, წევრი (2009-2012)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია, წევრი, თავმჯდომარე (2006-2009)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭო, წევრი (2017-)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭო, წევრი

Bibliography


Share: