Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგო გაგლოითი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ქუსჯითა, გორის მაზრა. პარტიულ მუშაობას ეწეოდა ჯარში ყოფნისას (1916). იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი დუშეთის მაზრის გლეხთა აჯანყებისა 1918 წლის ზაფხულში; 1919-1920 წწ. სამხრეთ ოსეთის ბოლშევიკური ორგანიზაციის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. მენშევიკების მიერ სამხრეთ ოსეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ (1920 წლის ზაფხული) გადარჩენილ აჯანყებულებთაგან ჩამოაყალიბა რაზმი, რომელსაც თვითონ მეთუარობდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იყო პარტიის სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის მდივანი. 1922-1927წწ. სწავლობდა მოსკოვში. უმაღლესი ტექნიკური განათლების მიღების შემდეგ, მუშაობდა მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატში. იყო მოსკოვის საბჭოს დეპუტატი. 1938 წელს დააპატიმრეს. ბრალად დაედო, რომ იყო მონაწილე კონტრრევოლუციური, ტროცკისტულ-ტერორისტული ორგანიზაციისა სამხრეთ ოსეთში. მიესაჯა დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლის აქტიური მონაწილე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.2.-თბ., 1977.-გვ.611 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |