The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არჩილ გიორგაძე

არჩილ გიორგაძე
Date of birth:1 November, 1896
Date of death:6 July, 1977  (at 80 years)
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: დაბა მიხაილოვი, ახლანდელი ქ. ხაშური.

რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება 1916 წელს; არაერთხელ იყო რეპრესირებული; 1920-1921 წწ. მუშაობდა ჩრდილოეთ კავკასიაში; 1921-1927წწ. იყო ქართული დივიზიის პოლიტიკური განყოფილების უფროსი, საქართველოს კპ(ბ) გორისა და სენაკის სამაზრო კომიტეტების პირველი მდივანი; 1928 წელს - საქართველოს კპ(ბ) ცკ-ის ინსტრუქტორი; 1929 წელს - გაზეთ "ახალი სოფლის" რედაქტორი; 1929-1930წწ. სწავლობდა მოსკოვში, ჟურნალისტიკის ინსტიტუტში; 1930-1931წწ. იყო საქართველოს სსრ მუშგლეხინის კოლეგიის წევრი; 1931-1943წწ. მუშაობდა პარტიულ და საბჭოთა აპარატში სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე; 1943-1946წწ. იყო გაზეთ "ზარია ვოსტოკას" რედაქტორის მოადგილე; 1946-1948წწ. - საკავშირო პროფსაბჭოს რწმუნებული საქართველოში; 1948-1954წწ. საქართველოს პროფსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1954-1960წწ. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს უფროსი რეფერენტი. 1960 წლიდან პენსიაზე გავიდა. რკპ(ბ) XII ყრილობის დელეგატი, საკ. ცაკის, საქ. კპ(ბ) ცკ-ის, საქ. სსრ ცაკის, ამიერკავკასიის სფსრ ცაკის წევრი, საქ. კპ ცენტრალური სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.3.-თბ., 1978.-გვ.158

Member of Organizations

  • კომუნისტური პარტია, წევრი (1918-)

Awards and Honors

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი

Share: