The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ შოშიტაშვილი

ნოდარ შოშიტაშვილი
Date of birth:12 May, 1952  (72 years)
Category:Ethnologist, Historian

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქსუისი, ცხინვალის რეგიონი. 

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1974 წელს.

1974-2002 წწ. მუშაობდა  აკად ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლად, აღრიცხვა-დაცვის განყოფილების გამგედ, დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში, მთავარ მცველად; 1991-1995 წწ. იყო ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნიკური კულტურისა და ეროვნულ ტრადიციათა კვლევის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი საათობრივი დატვირთვით; 2002-2006 წწ. აკად. გ. ჩიტაიას სახელობის ეთნორაფიული მუზეუმის გენერალური დირექტორი; 2006-2022წწ. ამავე მუზეუმის კოლექციების მენეჯერი და უფროსი კურატორი; 2008 წლიდან დღემდე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის მიმართულების მიწვეული პროფესორი; 2012 წელს მიწვეული იყო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის ლექტორად; პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სკოლაში; დამოუკიდებელ სკოლა "მოძღვარის" ისტორიის  მასწავლებელი (2000 წლიდან). არის 12 წიგნის, 80 - ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 200-ზე მეტი პუბლიცისტური და ისტორიულ-შემეცნებითი სტატიის ავტორი. მისი პუბლიკაციები პერიოდულად იბეჭდება გაზეთ "კვირის პალიტრასა" და ჟურნალ "ისტორიანში". იყო არაერთი საერთაშორისო თუ რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციისა თუ სიმპოზიუმის მონაწილე და გამომსვლელი. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრისთვის გაწეული ღვაწლისა და თანადგომისთვის მიღებული აქვს საქართველოს საპატრიარქოს მადლობის სიგელი (2016); თურქეთში მცხოვრები ქართველების, საქართველოს კულტურისა და ისტორიის წინაშე გაწეული ღვაწლისა და დამსახურებისათვის თურქეთის რესპუბლიკის ქოჯაელის ქართულ-კავკასიური კულტურის ცენტრის მადლობის სიგელი (2016).

სადისერტაციო თემა - "შიდა ქართლის თანამედროვე სოფლის ყოფა და კულტურა", დაიცვა 1989 წელს.

Awards and Honors

  • 2002 - ღირსების მედალი

Bibliography


Share: