Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ ტალიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს. 2014 წლის თებერვლიდან შსს-ს აკადემიის პრორექტორის პოსტს იკავებდა, ხოლო 2014 წლის ნოემბრიდან შსს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. 2011 წელს იგი წარდგენილი იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ნომინაციაზე - "ქალები საჯარო სამსახურში"; სხვადასხვა დროს იყო იურიდიული უზრუნველყოფის პროგრამის მენეჯერი USAID-ის ფისკალური რეფორმების პროექტში, ასევე იყო GIZ-ის (ყოფილი GTZ) მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, აგრეთვე საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ექსპერტი; არის საქართველოს არბიტრთა ასოციაციის (GAA) თანადამფუძნებელი; მოგვიანებით, იგი ეწეოდა კერძო იურიდიულ პრაქტიკას და ჩართული იყო საერთაშორისო დავების წარმოებაში აშშ-ის ისეთ წამყვან იურიდიულ ფირმებთან ერთად, როგორიცაა, Podhurst & Orseck, გახლდათ Masry & Vititoe Law Offices დსთ-ის ქვეყნებში წარმომადგენელი; ამერიკის იუსტიციის ასოციაციის American Association for Justice - დელეგატი; საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში იკავებდა სამართლის სკოლის დეკანის თანამდებობას, ხელმძღვანელობდა საერთაშორისო საავტორო სამართლის პროგრამას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; მუშაობდა საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების უნივერსიტეტის კერძო სამართლის კათედრის გამგედ; სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა კავკასიის უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე; ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი; სადოქტორო კვლევით საქმიანობას ეწეოდა გერმანიაში-Max-Planck Institut for Intellectual Property Law; სწავლისა და კვლევის პერიოდში მიღებული აქვს სტიპენდიები და ჯილდოები: მაქს-პლანკის საზოგადოების სტიპენდია, პრეზიდენტის პრემია, ი. ჭავჭავაძის სახელობის პირველი ხარისხის სტიპენდია. აღნიშნული სტიპენდიებისა და ჯილდოების საფუძველზე, მას მიეცა საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავების საშუალება, კერძოდ დანიაში, Aarhus Universitat-ში და გერმანიაში Universitat des Saarlandes, Europa Institut-ში. მისი შრომები გამოქვეყნებულია საქართველოში, რუსეთსა და გერმანიაში. 2018 წლიდან - ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი; 2017 წლიდან - საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; არის თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი; 2020-2022წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. 2022 წლის ოქტომბერში ევროსაბჭოში საქართველოს ელჩად დაინიშნა. სამრთლის დოქტორი, პროფესორი, მისი სამეცნიერო - კვლევითი ნაშრომები გამოქვეყნებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. სადისერტაციო თემა - "საქონლის წარმოშობის გეოგრაფიული აღნიშვნის სამართლებრივი დაცვის საფუძვლები", დაიცვა 2003 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |