შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ემზარ გოგუაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სუფსა, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1985 წელს. 1985-1990წწ. ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას; 1988 წლიდან საქართველოს ეროვნულ-ქრისტიანული პარტიის გამგეობის წევრი, 1990 წლიდან ამავე პარტიის გამგეობის სპიკერი; 1989-1996წწ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ქვეყნების ისტორიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი; საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", ეროვნულ-ქრისტიანული პარტია, ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი (1990-1991); ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 2001-2002 წწ. საერთაშორისო ინფორმაციის, სამართლისა და კულტურულ ურთიერთობათა უნივერსიტეტის პრორექტორი; 2002-2004წწ. თბილისის კავკასიური უნივერსიტეტის დირექტორი; 2004-2006წწ. თბილისის პოლიტიკური აკადემიის პრორექტორი იყო; 2008-2013წწ. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; netgazeti.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 130 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |