The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსი ოჩიაური

ალექსი ოჩიაური
Date of birth:1892
Date of death:1972  (at 80 years)
Burial location:სოფელი შუაფხო, დუშეთის მუნიციპალიტეტი
Category:Ethnologist, Educator, Poet

Biography

დაიბადების ადგილი: სოფელი ახიელი, არხოტის თემი (ახლანდელი ხევსურეთის თემი, დუშეთის მუნიციპალიტეტი).

მისი მამა ხევსურეთში ცნობილი დასტაქარი ალეკა ოჩიაური იყო, რომელიც თავის ქალის ოპერაციებსაც აკეთებდა. 1912 წელს ალექსი ოჩიაური ჯარში გაიწვიეს, საიდანაც კვლავ არხოტში დაბრუნდა; 1917 წელს იყო ფშავ-ხევსურეთის ოლქის შუაფხოს წმინდა გიორგის სახელობის საყდრის მედავითნე, საიდანაც ეპისკოპოს ლეონიდეს ხელდასმით, სოფ. ახიელის ეკლესიის მღვდლად აკურთხეს; ბოლშევიკების ხელისუფლების დამყარების შემდეგ, გაკრიჭეს და სასულიერო საქმიანობა აუკრძალეს; ა. ოჩიაური ხალხური პოეზიის კარგი მცოდნე იყო და თავადაც წერდა ლექსებს; 1924 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას; 1930-იან წლებში ასწავლიდა ბარისახოს სკოლა ინტერნეტში, შემდგომ, შუაფხოს სკოლაში; 1936 წელს დააპატიმრეს ცნობილი ე.წ. "ამერიკელების საქმესთან" დაკავშირებით ("ხევსურების წერილი ამერიკის მთავრობას"); ა. ოჩიაურის "დანაშაული" ის იყო, რომ მან წერილი გაატანა ამერიკელ ტურისტს ლიქოკში თავის ახლობელთან სტუმრის პატივისცემისა და მისი დაბინავების თხოვნით; სასჯელის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს; 1936-1941წწ. მეულღე ნათელა ბალიაურთან ერთად, ჩაება ენიმკის (ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტი, შემდგომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი) ეთნოგრაფიის განყოფილების მიერ ფართოდ გაშლილ შემკრებლობით საქმიანობაში ქართული ეთნოგრაფიის ფუძემდებლის - გ. ჩიტაიასა და ეთნოლოგ ვ. ბარდაველიძის ხელმძღვანელობით; პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად იგი იწერდა მთიელთა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს და ეთნოგრაფიულ მასალებს; ეს მასალები მოიცავს ხევსურთა და ფშაველთა რელიგიური და სოციალური ყოფის ძირითად მხარეებს; მის მიერ შეკრებილი განუზომლად ფასეული მასალების ნაწილი გამოცემულია; ა. ოჩიაურის გამოუქვეყნებელი ხელნაწერები დაცულია ივ. ჯავახიშვილის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის არქივში, ესენია: "თქმულებები ხევსურულ ღვთაებათა და ღვთისშვილთა შესახებ" (1938), "ფშაური წაწლობა და ნადობ-ნაძმობა" (ნ. ბალიაურთან ერთად, 1941); "მასალები სამამო მიწათმფლობელობის შესახებ ხევსურეთში" (1950), "სახატო მიწები ხევსურეთში", "ხევსურეთის ზოგიერთი ამბები" (1950), "ხევსურული მასალები", "ხევსურული ანდრეზები" (1937, 1948-1951, 1949, 1950) და სხვ.; ა. ოჩიაური ცნობილი ეთნოლოგის თინა ოჩიაურისა და მოქანდაკეების ირაკლი და გოგი ოჩიაურების მამაა.

წყარო: მოსისხლეობა და ჭრა-ჭრილობა ხევსურეთში / ალექსი ოჩიაური.-თბ.,2019

Bibliography


Share: