The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე საფარიშვილი

კონსტანტინე საფარიშვილი
Date of birth:25 February, 1887
Date of death:11 December, 1973  (at 86 years)
Burial location: წმიდა პეტრე-პავლეს კათოლიკური ეკლესიის გალავანი, თბილისი
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1899 წელს სასწავლებლად გაემგზავრა კონსტანტინოპოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტერში. 1911 წლის 8 დეკემბერს ეკურთხა მღვდლად და პირველი წირვა ჩაატარა კონსტანტინოპოლის ღვთისმშობლის უმანკო ჩასახვის ქართულ ეკლესიაში. 1909-1910 წწ. მამა კონსტანტინე ღვთისმეტყველებას ეუფლებოდა რომში. იგი დაუახლოვდა მიხეილ თამარაშვილს. რომში სასულიერო ხარისხის მინიჭების შემდეგ იგი სამშობლოში დაბრუნდა. "სულით ხორცამდე ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებით აღსავსე პატრს მტრულად შეხვდნენ ანტიეროვნული, ქართული ტიპიკონის მოწინააღმდეგე მტრული ძალები და ეროვნული იდეების ქადაგებისათვის მეფის მთავრობასთან დააბეზღეს". 1915 წელს სარატოვში გადაასახლეს, სადაც იგი გერმანელი კოლონისტებისათვის გერმანულ ენაზე ატარებდა წირვებს. 1916 წელს იგი სარატოვ-ევალდშია. საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე პატრი კონსტანტინე სამშობლოში დაბრუნდა. იმ დროს ქართველი კათოლიკეები ორმაგ ჩაგვრას განიცდიდნენ (ეროვნულს და იდეურს). მან ბრძოლა დაიწყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გაფანტულ ქართველ კათოლიკეებში ეროვნული თვითშეგნებისა და ეროვნული ერთიანობის განმტკიცებისათვის. 1918-1924 წწ. იყო გორის კათოლიკური ეკლესიის მოძღვარი. 1924 წელს კი იგი მოძღვრის გარეშე დარჩენილ სოფელ სანავარდოში (კახეთი) გადავიდა. 1925-1926 წწ. პატრი კონსტანტინე  მესხეთში ჩავიდა, ის ჯერ სოფელ უდეს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის, ხოლო შემდგომ ახალციხის რაბათის პატრებიანთ ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 20-იან წლებში მამა კონსტანტინე კომუნისტური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. 1927 წელს  დააპატიმრეს და სოლოვკის ბანაკში გადაასახლეს (1927 წ. - კემი, 1928 წ.-უხტა, 1929 წ. - მურმანსკი, 1929-1931 წწ. - პინეგა). 1936 წელს  გაათავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნების ნება მისცეს, მაგრამ მას აეკრძალა სასულიერო მოღვაწეობა და თბილისში ცხოვრების უფლება. კონსტანტინე საფარიშვილი წლების განმავლობაში ცხოვრობდა ბორჯომში, მუშაობდა ფოტოგრაფად და ფარულად ახერხებდა მღვდლის მოვალეობის შესრულებას. ბორჯომში მოღვაწეობის პერიოდში პატრი კონსტანტინე მრავალჯერ აწამეს, მოსთხოვეს რწმენის უარყოფა, მაგრამ იგი ერთგული დარჩა დევიზად აღებული შეგონებისა: "შენ ხარ მღვდელი, უკუნისამდე"(ფს.109), Sacerdos et hostia. 1966 წელს თბილისის წმიდა პეტრე-პავლეს კათოლიკური ეკლესიის წინამღვრის ემანუილ ვარდიძის გარდაცვალების შემდეგ, პატრმა კონსტანტინე საფარიშვილმა მიიღო თბილისში დაბრუნებისა და ღვთისმსახურების  უფლება და იგი 1973 წლის 11 დეკემბრამდე, გარდაცვალებამდე იყო თბილისის წმიდა პეტრე-პავლეს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი. პატრი კონსტანტინე ფლობდა 10 ენას. მის მიერ არანჟირებული საგალობლები წლების განმავლობაში სრულდებოდა ეკლესიაში. მისი, როგორც მღვდლისა და პიროვნების ავტორიტეტზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ 1971 წელს მას სასულიერო მოღვაწეობის 60 წელი ქართულ ენაზე გულთბილად მიულოცა უწმიდესმა პაპმა პავლე მეექვსემ. პატრი კონსტანტინე რეაბილიტირებულია სსრკ პრეზიდენტის 1990 წლის 13 აგვისტოს ბრძნებულების 1 მუხლის თანახმად, გარდაცვალებიდან 24 წლის შემდეგ.

წყარო:  cathol.memo.ru


Share: