The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ნასარიძე

დავით ნასარიძე
დაბადების თარიღი:6 მაისი, 1883
გარდაცვ. თარიღი:1938  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზედა შავრა, რაჭის მაზრა.

1905-1907წწ. რევოლუციის დროს მონაწილეობდა თბილისის ტრამვაის მუშათა პოლიტიკურ გაფიცვებში. რევოლუციური მოღვაწეობისათვის არაერთხელ დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აირჩიეს ტრაპიზონის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ, შემდეგ - ამავე ქალაქის ბოლშევიკური კომიტეტის შემადგენლობაში. იყო ტრაპიზონის სამხედრო რევკომის თავმჯდომარე. 1918-1920წწ. პარტიულ მუშაობას განაგრძობდა რაჭის მაზრაში. 1921 წელს იყო თბილისის რევკომის პრეზიდიუმის წევრი, შემდეგ - საქართველოს კომპარტიის რაჭის სამაზრო კომიტეტის პ/მ მდივანი; საქართველოს სსრ რევოლუციური ტრიბუნალის წევრი და სხვ. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე ამიერკავკასიაში. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.324; საქართველოს ოკუპაცია: image.slidesharecdn.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტია, წევრი (1903-)

გააზიარე: