The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არონ პლიევი

არონ პლიევი
დაბადების თარიღი:1890
გარდაცვ. თარიღი:1937  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ძომაღი, გორის მაზრა.

რევოლუციურ მოღვაწეობაში ჩაება 1915 წლიდან პეტერბურგში; მონაწილეობდა 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციაში; 1918 წელს დაბრუნდა სამხრეთ ოსეთში; 1919 წლიდან აქ პარტიის საოლქო კომიტეტის წევრი იყო; 1920 წლის ივნისში მენშევიკების წინააღმდეგ მოწყობლი აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი; საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ - სამხრეთ ოსეთის საოლქო რევკომის თავმჯდომარის მოადგილე, იუსტიციის სახკომი, ფინანსთა სახკომი, საოლქო გაზეთის "ხურზარინის" რედაქტორი, სამხრეთ ოსეთის განათლების სახკომი; 1931-1932 წწ. თბილისის 26 კომისრის სახელობის ქარხნის პარტკომი; შემდეგ მუშაობდა საქართველოს კპ თბილისის კომიტეტში; 1933 წლიდან იყო სამხრეთ ოსეთის ცაკის თავმჯდომარის მოადგილე. საბჭოთა ხელისუფლებისათვის სამხრეთ ოსეთის მშრომელთა ბრძოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.110

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტია, წევრი (1917-)

გააზიარე: