The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ ჟვანია

გრიგოლ ჟვანია
Date of birth:12 December, 1915
Date of death:January, 2009  (at 93 years)
Category:Historian, Scientist, Educator, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა ჩხოროწყუ, ჩხოროწყუს რაიონი.

1941-1944წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1944-1952წწ. მუშაობდა საქართველოს კპ ცკ-ის აპარატში; 1953 წლიდან მუშაობდა საქართველოს კპ ცკ-თან არსებულ პარტიის ისტორიის ინსტიტუტში, სკკპ ცკ-თან არსებულ მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ფილიალში. თითქმის ექვსი ათეული წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იგი ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უცხო ენათა ინსტიტუტში და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში სათავეში ჩაუდგა იმ პერიოდისათვის სრულიად ახალი ტიპის სასწავლებელს - საერთაშორისო სახალხო დიპლომატიის აკადემიას. ხშირად მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. სხვადასხვა დროს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა დარგობრივი ინსტიტუტების სამეცნიერო საბჭოების წევრი. იყო სადოქტორო თუ საკანდიდატო დისერტაციების ოთხმოცამდე მაძიებელთა ოპონენტი თბილისში, მოსკოვში, ლენინგრადში, ერევანში და საბჭოთა კავშირის სხვა მრავალ ქალაქში. მისი ხელმძღვანელობით ოცზე მეტმა მეცნიერმა დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. მეცნიერულ მოღვაწეობას კარგად უხამებდა პუბლიცისტურ საქმიანობასაც. სხვადასხვა დროს, როგორც ქართულ, ასევე რუსულ პრესაში მას გამოქვეყნებული აქვს ექვსასამდე სტატია, ნარკვევი, პოლემიკური ხასიათის წერილი თუ რეცენზია. იკვლევდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ისტორიას, საქართველოს ალკკ ისტორიას, ამიერკავკასიის ბოლშევიკური ბეჭდვითი სიტყვის ისტორიის საკითხებს. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1967).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.249; ქართული პრესის ელექტრონული არქივი: opentext.org.ge;  წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.217;  ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 93-94

Member of Organizations

  • საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, წევრი (1940-)
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ოქტომბრის რევოლუციის საპრობლემო საბჭო, წევრი

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოს ომის ვეტერანთა მოძრაობის განვითარებაში, ახალგაზრდობის სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: