| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალიოშა მირცხულავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხორგა, ხობის რაიონი.
დაამთავრა ქ. ზუგდიდის პედაგოგიური ტექნიკუმი 1930 წელს.
1932 წელს ხობის კომკავშირის რაიკომის მდივანია; 1932-1933წწ.საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი; 1933 წელს მცხეთის კომკავშირის პირველი მდივანი; 1935 წელს ხონის კომკავშირის პირველი მდივანი; 1937 წელს საქართველოს კომკავშირის ცკ-ის მეორე მდივანი; 1937-1941წწ. საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი; 1941-1943წწ. აფხაზეთის კომპარტიის მეორე მდივანი; 1943-1947წწ. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე; 1947-1950წწ. უმაღლესი პარტიული სკოლის სტუდენტი; 1950-1952წწ. საკავშირო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი; 1953 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი; 1953-1980 წწ. სამეურნეო პასუხისმგებელ სამუშაოზეა: იყო ჩაქვის ჩაის მეურნეობის დირექტორი, "საქპურტრესტის" მმართველის მოადგილე, გაერთიანება "საქთამბაქოს" ტრესტის მმართველი მსუბუქი მრეწველობის სამინისტროში; 1941-1945წწ. დიდი სამამულო ომის პერიოდში, იყო ამიერკავკასიის სამხედრო საბჭოს წევრი, ამავე პერიოდში მუშაობდა ჯერ აფხაზეთის კომკავშირის პირველ მდივნად და შემდგომ აფხაზეთის კომპარტიის საოლქო კომიტეტის მეორე მდივნად, ასრულებდა მთავარსარდლობის დავალებებს და ამითი ხელს უწყობდა ჩრდილო კავკასიის განთავისუფლებას ოკუპანტებისაგან. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
წყარო: საბჭოთა საქართველოს ლიდერები: postsovietwatch.com; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

