შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ პაპუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვემო მაჩხაანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1949 წელს და იქვე ჩაირიცხა ასპირანტურაში, რომელიც დაასრულა 1952 წელს აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით. 1960 წლიდან მუშაობდა ივანე ჯავახისვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის განყოფილებაში ჯერ უფროს, ხოლო შემდეგ წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად. არის 98 სამეცნიერო ნაშრომის და ექვსი მონოგრაფიის ავტორი. მისი გამოქვეყნებული წიგნებიდან აღსანიშნავია: "ჰერეთის ისტორიის საკითხები"(1970), "ჭარ-ბელაქანი" (1972), "რანთა და კახთა სამეფო - VIII-XI სს." (1982), "ქართული კულტურის კერები საზღვარგარეთ" (1989), "წუქეთის სიძველენი" (2002), "საინგილოს ისტორიის ნარკვევები" (2013). შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის ცნობილი მკვლევარი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჭარ-ბელაქანი (კაკ-ელისენი) XIX ს-ის I მესამედში", დაიცვა 1954 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰერეთის ისტორიის საკითხები", დაიცვა 1971 წელს. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |