შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან იაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შალაური, თელავის მუნიციპალიტეტი. დაწყებითი განათლება თელავის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში მიიღო. 1900 წელს დაამთავრა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის ფაკულტეტი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ თელავში კერძო აფთიაქში პროვიზორად დაიწყო მუშაობა; 1930-იან წლებში კოსმეტოლოგიით დაინტერესდა, ამ პროფესიას იგი ქ. პეტერბურგში დაეუფლა, სწავლის დამთავრების შემდეგ თბილისში საკუთარ სახლში კოსმეტოლოგიური კაბინეტი გახსნა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა; ქეთევან იაშვილი ცოლად გაჰყვა მოხეტიალე თეატრალური დასის წევრს, ნიკოლოზ კაზიევს, რომელიც მასავით კოლექციონერი იყო. " ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც ჩემი ხალხის ფიზიკურ მშვენიერებას ვემსახურები, მიზნად დავისახე მისი სულიერი მშვენიერებისთვისაც გამეწია ანგარიში, ამ მიზნით ვიძენდი ხელოვნების შესანიშნავ ქმნილებებს, რომლებიც შემდეგ ჩემს ხალხს, ერს, ჩემს სამშობლოს ვუძღვენი", - ეს ქეთევან იაშვილის სიტყვებია, რომელიც მან გარდაცვალებამდე დაწერა. იგი ღრმად მოხუცებულიც კი სხვადასხვა მსოფლიო დონის შედევრებით კოლექციის გამდიდრებას არ წყვეტდა, რომელიც შემდეგ თელავის ისტორიულ მუზეუმს უსახსოვრა. მის კოლექციაში მრავლად არის XVII-XVIII-XIX საუკუნეების დასავლეთ ევროპელ მხატვართა ნაწარმოებები, XIX- XX საუკუნეების რუსული სკოლის წარმომადგენლების და XIX- XX საუკუნეების ქართული და უცხოური ქვეყნების ფერწერის ნიმუშები. კოლექციაში დაცულია 187-მდე რუსული, ჰოლანდიური, გერმანული და ფრანგული ფერწერის საუკეთესო ნიმუშები და ასევე ელენე ახვლედიანის, ლ. გუდიაშვილის და სხვა ლეგენდარული მხატვრების ნამუშევრები. ფარმაცევტი, საზოგადო მოღვაწე. წყარო: თელავის საპატიო ხმა: knews.ge; ქართული ვებგვერდი კულტურასა და ხელოვნებაზე: artinfo.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |