The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მედეა მეტრეველი

მედეა მეტრეველი
Date of birth:7 December, 1978  (46 years)
Category:Politician, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა, სპეციალობით ბიზანტინისტიკა და ნეოგრეცისტიკა 2002 წელს.

2002-2017 წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში ახალ ბერძნულ ენასა და ლიტერატურაში; 2005 წელს, სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობასთან დაკავშირებით, მოიპოვა ათენის აკადემიასთან არსებული კოსტას და ელენი ურანისების საქველმოქმედო ფონდის სტიპენდია; 2010-2014 წწ. ხელმძღვანელობდა ქართული წიგნისა და ლიტერატურის პროგრამას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში; 2014-2019 წწ. სსიპ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრს; 2015-2018 წწ. ხელმძღვანელობდა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტს; 2012 წელს მ. მეტრეველი გახდა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის INTERNATIONAL VISITOR LEADERSHIP PROGRAM (IVLP) სტიპენდიანტი, ხოლო 2013 წელს ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის Cultural Leadership International სტიპენდიანტი; 2019 წლიდან მუშაობს ააიპ ქართული ლიტერატურული ინიციატივის დირექტორად; ნეოგრეცოსტიკის დარგში არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის და წიგნის ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი (2006).

Member of Organizations

  • ევროპის ნეოგრეცისტთა ასოციაცია, წევრი
  • ნ. კაზანძაკისის მეგობართა საერთაშორისო ორგანიზაცია, წევრი
  • პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის", პოლიტსაბჭოს წევრი
  • საქართველოს ნეოელინისტთა ასოციაცია, წევრი

Awards and Honors

  • 2018 - ღირსების ორდენი
    ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის

Bibliography


Share: