Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა გურგენიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი 1963 წელს, ასპირნტურა 1966 წელს. 1966-1990წწ. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: 1966-1983წწ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ეკონომიკის კათედრის მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, შრომის ეკონომიკისა და ორგანიზაციის კათედრის გამგე, 1978-1979წწ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი, 1983-1990წწ. საქართველოს კპ-ს ცენტრალური კომიტეტის ლექტორი, პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგე, იდეოლოგიის განყოფილების გამგის პირველი მოადგილე, საერთო განყოფილების გამგე, ცენტრალური კომიტეტის მდივანი, 1990 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიის სოციალურ-ეკონომიკური კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე; 1990-1991წწ. საქართველოს პრესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ახალციხის საარჩევნო ოლქი, ეკონომიკუი რეფორმების კომისიის წევრი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992-1994წწ. შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 140 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |