Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ გაბუნია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბანძა, მარტვილის რაიონი. იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, 1976 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე. აქტიურად იყო ჩაბმული საქართველოს, საბჭოთა კავშირის და უცხოეთის საგამოფენო ცხოვრებაში; მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებში: მოსკოვში, მიუნხენში, ვერონაში, თეირანში, ნიუ-იორკსა და ლოს-ანჟელესში; 1991 წელს ტალინში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის "Mare Balticum"-ს ფარგლებში მისი პერსონალური გამოფენა მოეწყო; 1996 წელს იგი დიჟონში, ბურბონების სასახლეში გამართულ გამოფენაში მონაწილეობდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში მან ბერძნული მითოლოგიის სიუჟეტებით მოხატა თბილისის კლასიკური გიმნაზიის ისტორიული დარბაზი; იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მუზეუმის ხელმძღვანელი. ზ. გაბუნია არის არაერთი კონკურსის გამარჯვებული. მათ შორის, 2003 წელს, ტაჯიკეთში ისმაილ სამანის, ხოლო 2011 წელს, გიორგი შარვაშიძის პორტრეტებზე გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული. წყარო: თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; alexandragabunia.blogspot.; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია: art.edu.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |