The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მეგი გაბუნია

მეგი გაბუნია
Date of birth:23 April, 1981  (44 years)
Category:Designer, Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, დაამთავრა მოდელირების ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა ტყავ-გალანტერიისა და ტრიკოტაჟის მიმართულებით; იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი.

მუშაობდა ფეხსაცმლის სხვადასხვა კერძო ატელიეში, სადაც მან ტყავზე მუშაობის გამოცდილება მიიღო; 2006-2009 წწ. ჰქონდა ფეხსაცმლის ინდივიდუალური კერვის სალონი; მუშაობდა ფეხსაცმლის მასიური წარმოების ქარხნებში დიზაინერად; 2010 წლიდან მუშაობა გააგრძელა რუსთავის ტყავის საწარმოში სახელად "Philimaska" საცალო გაყიდვების კოორდინატორად და საცალო მაღაზიის დირექტორის თანამდებობაზე; რამდენიმე წელი კი ინტერიერის დიზაინზეც იმუშავა; 2016 წელს მიიწვიეს პირველი არხის პროექტში "გააგრძელე საქართველოს ისტორია"; ტელესერიალში გამოყენებული შუა საუკუნეების პერიოდის ყველა კოსტიუმი თავადვე შექმნა - ნატურალური ბეწვის, ტყავისა და ლითონის გამოყენებით; მოგვიანებით  ასევე კოსტიუმების მხატვრად იმუშავა პროექტზე "დღეები და ღამეები", რომელიც ათ დამოუკიდებელ ფილმს მოიცავს და გადაღებულია აკა მორჩილაძის პიესების მიხედვით; 2016 წლის 15 ოქტომბერს შექმნა საკუთარი ბრენდი "M. G" და 2017 წელს საქართველოს მოდის კვირეულზეც წარადგინა. საქართველოს ისტორიის თემა შეიტანა სამოსში და შექმნა პროექტი "ისტორიის მცველები", შუა საუკუნეების კოსტიუმები ჩააცვა ცნობილ ქართველ მსახიობებს და დადგა წარმოდგენა; ფოტომასალა გადაიტანა ქსოვილზე და შექმნა სამოსი, რომელზეც ქვეყნის ისტორიაა ასახული. მხატვარ ზურაბ გაბუნიას შვილი.

წყარო: რადიო "ფორტუნა": fortuna.ge


Share: