The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეოფანე ჟამთააღმწერელი

სხვა სახელი:აღმსარებელი
დაბადების თარიღი:7??
გარდაცვ. თარიღი:8??
დაკრძალვის ადგილი:სამოთრაკია, კუნძული ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში
კატეგორია:ისტორიკოსი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კონსტანტინოპოლი.

მისი "ქრონოგრაფია" დაწერილია დაახლოებით 810-814 წლებში და მოიცავს 284-813 წლების მოვლენებს (თეოფანე ჟამთააღმწერელი იყენებს წელთაღრიცხვის იმ სისტემას, რომლის მოხედვითაც ერა ძველი წელთაღრიცხვით 5493 წლის 1 სექტემბერს იწყებოდა). საკმაოდ მრავლად აქვს ცნობები საქართველოს შესახებ, რომელთა ერთი ნაწილი (ქართლის გაქრისტიანება, ლაზთა მეფის წათეს ირანელთაგან განდგომა და ხელახალი გაქრისტიანება, ბიზანტიელთა და ირანელთა ბრძოლა ქალაქ პეტრასთვის, 562 ზავი ბიზანტიასა და ირანს შორის, ირანელების ლაშქრობა სვანეთში) სხვა წყაროების საფუძველზეა შედგენილი და რაიმე მნიშვნელოვან სიახლეს არ შეიცავს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მის ცნობებს ბიზანტიელი იმპერატორის ჰერაკლეს ირანთან ომების დროს ქართლისა და ლაზიკის პოზიციის გასარკვევად, აგრეთვე, სამხრეთ კავკასიაში არაბთა ლაშქრობების ისტორიისათვის. აქვე არის სხვა ცნობები საქართველოს პოლიტიკური ვითარების შესახებ VII-VIII საუკუნეებში. ბიზანტიელი მემატიანე, ბერი, ხატთაყვანისმცემელი. ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.45


გააზიარე: