The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვენერა თვალაძე

Date of birth:20 July, 1932  (92 years)
Category:Historian

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვაითი (ხუნწი), ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი.

აამთავრა თბილისის სულხან საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (ამჟამად ილიას სახელმწიფო ინსტიტუტი) ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის ფაკულტეტი 1959 წელს.

1961-1966 წლებში მუშაობდა კარლ მარქსის სახელობის საქართველოს სახელმწიფო რესპუბლიკურ ბიბლიოთეკაში (ამჟამად საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა); 1966- წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის საბიბლიოთეკო სასწავლებელში; 1983 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში პოლიტიკური პარტიების ისტორიის, პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კათედრაზე. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია, სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2001).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.56

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი
  • შრომის ვეტერანი
  • ომის ვეტერანი

Bibliography


Share: