შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფატი თვალთვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წალენჯიხა. დაამთავრა კერძო გიმნაზია ქუთაისში 1914 წელს. 1915 წელს სწავლა დაიწყო მოსკოვის გურიეს უმაღლეს ქალთა კურსების ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, მაგრამ უსახსრობის გამო მესამე კურსიდან სწავლას თავი დაანება და სამშობლოში დაბრუნდა. 1925 წლიდან ცხოვრობდა მოსკოვში და რუსულ ენაზე თარგმნიდა ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს. მათგან აღსანიშნავია: კ. გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა" (1942), ა. ყაზბეგის "რჩეული" (ორ ტომად 1948), ვაჟა-ფშაველას "რჩეული" (1957), ე. ნინოშვილის "რჩეული", რ. გვეტაძის "მოთხრობათა კრებული" (1947), რ. ბეჟანიშვილის "სამამულე რქა" (1961), ო. იოსელიანის "ვარსკვლავთცვენა" (1963), გ. აბაშიძის "ლაშარელა" (1968), ს.ს. ორბელიანის "მოგზაურობა ევროპაში: (1969) და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.57
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |