The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სანდრო თვალჭრელიძე

სანდრო თვალჭრელიძე
Legal name:ალექსანდრე თვალჭრელიძე
Date of birth:13 August, 1949  (75 years)
Category:Geologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1971 წელს.

1974-1989 წწ. მუშაობდა კავკასიის ალ. თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად, სექტორის გამგედ; 1989-1994 წწ. ალ. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში განყოფილების გამგედ, დირექტორის მოადგილე; 1985-1989 და 1998 -2005 წლებში იყო თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1999-2001წწ. საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი; 2003-2004წწ. საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2004-2005წწ. სამთო პროექტების გენერალური დირექტორი; 2009 წლიდან არის კავკასიის ალ. თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 2010-2014წწ. - შპს "ჯორჯიან მინერალსის" დირექტორი (წარმომადგენელი საქართველოში); 2009 წლიდან არის კავკასიის ა. თვალჭრელიძის მინერალური ნედლეულის  ინსტიტუტის განყოფილების გამგე, 2015 წლიდან შპს გეოლოგიური მომსახურების ცენტრის გეოლოგიური პროდუქტების მენეჯერი, თსუ-ს მოწვეული პროფესორი. აღმოაჩინა, დათვალა მარაგი და უზრუნველჰყო სამთო საქმიანობის დაწყება ჩოვდარის ოქროს საბადოზე (აზერბაიჯანი); მუშაობდა სოფელ ზესხოს კოლჩედანურ სპილენძ-ჰიროტინულ საბადოზე (საქართველო) და ბელოუსოვსკის კოლჩედანურ მაღაროზე (ყაზახეთი). გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 19 მონოგრაფია. არის მთავარი რედაქტორი და გამომცემელი საქართველოში, რუსეთში, გერმანიასა და ნიდერლანდში გამოცემული 5 საერთაშორისო სამეცნიერო კრებულისა. მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში. გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი (1985). ექსპერტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.59

Member of Organizations

  • საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1999-)
  • საქართველოსა და რუსეთის მინერალოგიური საზოგადოება, წევრი

Bibliography


Share: