| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეოდოს III![]()
Biographyბავშვობიდანვე ბიზანტიაში იზრდებოდა. ლეონ III-ის გარდაცვალების შემდეგ (967) მსხვილ ფეოდალთა ჯგუფმა, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების წინააღმდეგი იყო, თეოდოს III დაუპირისპირეს ძმას - ახალ გამეფებულ დემეტრე III -ს. ტახტისათვის ბრძოლაში თეოდოს III დამარცხდა. დემეტრე III-ის ბრძანებით იგი დააბრმავეს, რის გამოც წყაროებში მოიხსენიება როგორც "თვალდამწვარი", "მწუხარე". თეოდოს III გამეფდა უძეოდ გარდაცვლილი დემეტრე III-ის შემდეგ. ბრმა მეფის მმართველობას ფეოდალური ანარქიის გაძლიერება მოჰყვა. გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-მ ტახტიდან გადაყენებული თეოდოს III 978 წელს ტაოში გაგზავნა დავით III კურაპალატთან. ამის შემდეგ ის წყაროებში აღარ იხსენიება. აფხაზთა სამეფოს (დასავლეთ საქართველო) მეფე დაახლოებით 975-978 წლებში, გიორგი II-ის ძე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.42
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

