The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ემზარ ხვედელიძე

ემზარ ხვედელიძე
Legal name:პარმენ ხვედელიძე
Date of birth:15 June, 1950  (74 years)
Category:Public official, Sailor, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლი (НВИМУ) 1987 წელს.      

შრომითი საქმიანობა 1970 წელს, საქართველოს საზღვაო სანაოსნოში დაიწყო; კაპიტანი პ. ხვედელიძე შორეული ნაოსნობის არაერთი გემის ეკიპაჟს მეთაურობდა; 1994 წლიდან მან საქმიანობა ნაპირზე გააგრძელა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელ საზღვაო სახელმწიფოდ ფორმირების ურთულეს წლებში ჯერ საქართველოს საზღვაო დეპარტამენტის ანალიტიკურ (1994-1995) და საპასპორტო (1995-1999) სამსახურებს ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით კი საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში ასრულებდა მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო მოვალეობებს; 1999 წლიდან პედაგოგიურ - საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა საზღვაო პროფილის სხვადასხვა სასწავლო - საწვრთნელ ცენტრებში; 2007 წელს მისი თაოსნობით ბათუმში დაარსდა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი - საზღვაო მომზადების ცენტრი, რომელიც დღესაც წარმატებით ახორციელებს მომავალი საზღვაოსნო კადრების აღზრდის, მომზადებისა და პროფესიული დაოსტატების საქმეს. არის საზღვაო თემატიკაზე განხორციელებული არაერთი ანალიტიკური კვლევისა და გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომის ავტორი. შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ტრანსპორტის დოქტორი, ბათუმის ნავიგაციის საწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: