The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაკარი ბურჭულაძე

მაკარი ბურჭულაძე
ოფიციალური სახელი:იპოლიტე ბურჭულაძე
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1899
გარდაცვ. თარიღი:24 თებერვალი, 1921  (22 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ სამების ეკლესიის ეზო, ჩოხატაურის რაიონი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სამება, ჩოხატაურის რაიონი.

1918 წელს, თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო, მაგრამ არ დაუმთავრებია.

1921 წელს სამშობლოში დაბრუნდა, საარტილერიო ნაწილში ჩაირიცხა და მტერს კოჯორთან დახვდა. სამშობლოსათვის თავდადებული დიდი პატივით დაკრძალეს. მადლიერმა თანასოფლელებმა გმირს სამმეტრიანი ობელისკიც დაადგეს, რომლის პატარა საცავში, როგორც რელიქვია, შეინახეს იუნკერის სისხლიანი ტანსაცმელი, წერილები და დედის ნატყვიარი ფოტოსურათი. მარმარილოს მემორიალურ დაფაზე კი შემდეგი წარწერა ამოტვიფრეს: "1899 / 5 / I - 1921 / 24 / II. აქ განისვენებს სტუდენტი მაკარ სოლომონის ძე ბურჭულაძე, რომელიც გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე კოჯორი-ტაბახმელას მიმართულებით სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. დაუვიწყარი იქნება მისი სახელი". მაშინ სოფლის სასაფლაოზე წმინდა სამების სახელობის ძველი ტაძარი იდგა. იგი მის გვერდით დაკრძალეს და ობელისკიც აღმართეს. სოფელ სამების საჯარო სკოლა იუნკერ მაკარ ბურჭულაძის სახელს ატარებს, 2012 წლის თებერვალში  ჩოხატაურში  მემორიალური დაფა და მისივე სახელობის ქუჩა გაიხსნა. იუნკერი.

წყარო: მედია სიახლე "გურია ნიუსი": gurianews.com; კარგ ქართველთა საფლავები: hi-in.facebook.com


გააზიარე: