Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ციალა ქირია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ცაიში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი 1952 წელს. 1952 წლის ოქტომბერში დაინიშნა ზუგდიდის სახელმწიფო-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჯერ უმცროს მეცნიერ-მუშაკად, შემდეგ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1954 წლის სექტემბრიდან შეთავსებით ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ქალაქ ზუგდიდის N2 საშუალო სკოლაში; ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში 14 წელი იმუშავა; მუზეუმში მუშაობის პერიოდში აქტიური მონაწილეობა მიიღო ცაიშში იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმის ჩამოყალიბებაში; მუზეუმში მუშაობის დროს შექმნა პიესები: "რუხის ციხის საიდუმლო" და "ეჭვიანი ცოლი". "რუხის ციხის საიდუმლოს" (პრემიერა შედგა 1958 წელს, მეორედ დაიდგა 1965 წელს, რეჟ.: სოლომონ ყიფშიძე); ასევე, დაიდგა მისი მეორე პიესა "ეჭვიანი ცოლი" (ორ მოქმედებად); 1967 წელს დაინიშნა ქ. ზუგდიდის N2 საშუალო სკოლის ორგანიზატორად, იმავე წელს გადაიყვანეს ქალაქის განათლების განყოფილების მეთოდური კაბინეტის გამგედ; 1970-1975 წწ. მუშაობდა ქ. ზუგდიდის განათლების განყოფილების სასკოლო ინსპექტორად, ხოლო 1975-1987 წწ. ქ. ზუგდიდის N2 საშუალო სკოლის დირექტორად; მისი თაოსნობით სკოლა გადავიდა სწავლების კაბინეტურ სისტემაზე; 1968-1977 წწ. იყო საქართველოს მასწავლებელთა III და IV ყრილობების დელეგატი; წლების განმავლობაში იყო არჩეული მშრომელთა დეპუტატების ზუგდიდის საქალაქო საბჭოს დეპუტატად, ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ; 1975-1987 წწ. სამჯერ აირჩიეს ზუგდიდის კპ საქალაქო კომიტეტის პლენუმის წევრად; 1987 წელს საკუთარი განცხადებით განთავისუფლდა სკოლის დირექტორობიდან, თუმცა მასწავლებლად დარჩა. იმავე წელს დაუნიშნეს რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსია; 1988 წელს ატესტაციის შემდეგ მიენიჭა მასწავლებელ-მეთოდისტის წოდება, 1997 წელს კი - უმაღლესი კატეგორია (ეს იყო ტესტირებით ჩატარებული პირველი ატესტაცია); 1988 წლიდან იყო ზუგდიდის რაიონის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა მეთოდური გაერთიანების ხელმძღვანელი, მთავარი სპეციალისტი; 2010 წლამდე მუშაობდა პედაგოგად ქ. ზუგდიდის N2 საშუალო სკოლაში. დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით: სახალხო განათლების წარჩინებულის "სამკერდე ნიშანით" (1973, 1976, 1979), საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს სიგელით (1977, 1980, 1983), საქ. კპ ცენტრალური კომიტეტის სამახსოვრო მედლით (1982). Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |