The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია მენაბდე

გია მენაბდე
ოფიციალური სახელი:გიორგი მენაბდე
დაბადების თარიღი:5 ნოემბერი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1978- 1980 წწ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ტელერადიოცენტრის სინათლის ტექნიკოსად; 1980-1983 წწ. კინოგადამღები აპარატურის სუპერტექნიკოსად; 1983 წლიდან საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიის კინოოპერატორის ასისტენტად არაერთ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმზე, მათ შორის: "ათოვდა ზამთრის ბაღებს" (1984), "შვიდკაცა" (1984-1991), "თიხით მოუბარი" და სხვა. 1991 წლიდან როგორც დამდგმელ ოპერატორს გადაღებული აქვს ფილმები: "ერთი ბედის ანოტაცია" (1991), "საქართველოს ქრონიკები" (1992), "მერაბ კოსტავა"; მონაწილეობდა ტელეფილმების სტუდიის საფონდო განყოფილების მიერ მომზადებული არაერთ სიუეტისა და კინოპორტრეტის შექმნაში; 1992-1993 წწ. მოღვაწეობდა ტელეკომპანია "ტაო"-ს კინოოპერატორად; 1993-2001 წწ. შპს "აიეტი"-ს ტექნიკოს-ოპერატორად; 2001-2014 წწ. ტელეკომპანია "იმედი"-ს ინჟინერ-ტექნიკოსად; 2014 წლიდან პუბლიცისტურ კინოპროექტ "საქართველო საზღვაო ქვეყანაა"-ს თანაავტორი და საპროდიუსერო ჯგუფ "TRAVERSE"-ს დამდგმელი ოპერატორი და მონტაჟის რეჟისორი ფილმებზე: "ფრაგმენტები კაპიტნის ცხოვრებიდან" (2016), "კაპიტანი ლევანი - სრული სვლით" (2017), "მთელი არსებით ზღვისკენ" (2018), "ბალადა კაპიტანზე" (2019), "უფლის რწმენით და შეწევნით" (2019), "მისი ცხოვრების გზა" (2020). კინო-ტელეოპერატორი.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge


გააზიარე: