The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ გოცირიძე

თემურ გოცირიძე
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1955  (70 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი, სოციოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სპეციალობა ხიდები და გვირაბები და ამავე ინსტიტუტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის სალექტორო ოსტატობა.

1973-1975წწ. იყო თბილგვირაბმშენის მე-5 საგვირაბო რაზმის მუშა-ბრიგადირი; 1975-1978წწ. თბილგვირაბმშენის ინჟინერი; 1978-1988წწ. თბილგვირაბმშენის შახტის უფროსი; 1988-1997წწ. თბილგვირაბმშენის მშენებლობის უფროსი; 1997-2019წწ. შპს კარიბჭეს დირექტორი; 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული აკადემიის უნივერსიტეტის პროფესორი; 2004-2008წწ. საქართველოს ეროვნული აკადემიის სოციოლოგიური კვლევის ცენტრის განყოფილების უფროსი; საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. თბილისის მერიის მიერ მინიჭებული აქვს საპატიო წოდება "თბილისზე მზრუნველი" (2014), საპატიო აკადემიკოსი.

წყარო: საქარტველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არასამთავრობო ორგანიზაცია სახალხო დიპლომატიის ცენტრი "პერსონა", პრეზიდენტი (2012-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2019-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (2020-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2019-)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2019-)
  • სს ენერგოკავშირის სამეთვალყურეო საბჭო, თავმჯდომარე (2008-2019)

გააზიარე: