შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თემურ გოცირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ამბროლაური, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სპეციალობა ხიდები და გვირაბები და ამავე ინსტიტუტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის სალექტორო ოსტატობა. 1973-1975წწ. იყო თბილგვირაბმშენის მე-5 საგვირაბო რაზმის მუშა-ბრიგადირი; 1975-1978წწ. თბილგვირაბმშენის ინჟინერი; 1978-1988წწ. თბილგვირაბმშენის შახტის უფროსი; 1988-1997წწ. თბილგვირაბმშენის მშენებლობის უფროსი; 1997-2019წწ. შპს კარიბჭეს დირექტორი; 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული აკადემიის უნივერსიტეტის პროფესორი; 2004-2008წწ. საქართველოს ეროვნული აკადემიის სოციოლოგიური კვლევის ცენტრის განყოფილების უფროსი; საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. თბილისის მერიის მიერ მინიჭებული აქვს საპატიო წოდება "თბილისზე მზრუნველი" (2014), საპატიო აკადემიკოსი. წყარო: საქარტველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |