შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანული ანთია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭითაწყარი, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა ა. მ. გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი 1966 წელს; ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1974 წელს; საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ორწლიანი უნივერსიტეტი 1981 წელს. პედაგოგიური საქმიანობა ზუგდიდის რაიონ სოფელ ხეცერაში დაიწყო, შემდეგ მუშაობა განაგრძო წალენჯიხის N1 საშუალო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად, მალევე წალენჯიხის N2 საშუალო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად გადაიყვანეს; 1985-2005 წწ. ქ. წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეა; პარალელურად, 2001 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის ჰუმენიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტსა და მასთან არსებული კოლეჯის წალენჯიხის ფილიალში ჯერ ისტორიის სპეციალისტად, შემდგომ ფაკულტეტის დეკანად და ბოლოს დირექტორის მოადგილედ. 2005 წელს მისი თანაავტორობით გამოიცა წიგნის "საუკუნის მაჯისცემა" ორტომეულის პირველი ტომი. ნაშრომი ისტორიულ-სამეცნიერო ხასიათს ატარებს, ამასთან მის სიცოცხლეშივე დასრულდა წიგნის მეორე ნაწილის მომზადება. მათში თავმოყრილია უდიდესი მასალა, რაც, ძირითადად, უკავშირდება სამეგრელოს რეგიონში ერთ-ერთ უძველეს წალენჯიხის N2 (ისტორიულად N1) სკოლას, რომელიც 1869 წელს დაარსდა. ჰქონდა პედაგოგიური საქმიანობის 45 წლიანი სტაჟი, სიცოცხლის უკანასკნელი წლები კი სამეცნიერო საქმიანობას დაუთმო. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |