Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დოდო (მარიამ) ღლონტი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, კვალიფიკაციით: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სპეციალობა: ქართველური ენები 1978 წელს. 1985 წლიდან მუშაობს თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში: 1986-2006 წწ. - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 2007-2009 წწ. - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, 2009-2018 წწ. - ლექსიკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, 2018-2019 წწ. - სწავლული მდივანი), 2019 წლიდან დღემდე - დირექტორის მოადგილე; 1984-1986 წწ. - საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული ბასკური ენისა და კულტურის საზოგადოების სწავლული მდივანი; 1995-2007 წწ. - თბილისის კერძო სკოლა-ლიცეუმ "გროს" ქართული ენისა და ლიტერატურისა და საღვთო რჯულის მასწავლებელი; 2007-2011 წწ. - საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის ქართული ენის გრამატიკის სწავლების მეთოდიკის ტრენერი; 2002 წლიდან დღემდე - თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ძველი ქართული ენის მოწვეული პედაგოგი; 2003-2012 წწ - რედაქტორი საპატრიარქოსთან არსებული ჟურნალისა "ფუძე" (უცხოეთში მცხოვრებ ქართველთათვის); 2009 წლიდან დღემდე - შპს "გამომცემლობა დედაენის" დირექტორი. სამეცნიერო კვლევის სფერო: ძველი და ახალი ქართული ენის გრამატიკა, მისი სწავლების მეთოდიკა და მეთოდოლოგია; სასკოლო ლიტერატურა; ლექსიკა და ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფია, სემანტიკა, ეტიმოლოგია; კალენდარული ლექსიკა; ბასკური ენის ისტორია და გრამატიკა; ძველი ქართული ლიტერატურა; ღვთისმეტყველება; საგამომცემლო საქმიანობა; პუბლიცისტიკა, რადიო-ჟურნალისტიკა (ავტორი და წამყვანი საქართველოს საპატრიარქოს რადიო "ივერიის" 300-ზე მეტი საავტორო გადაცემათა ციკლებისა: "მივყო იგავსა ყური ჩემი - უფლის იგავები" (2001-2007); "ღირსებით ვმადლობდეთ უფალსა" (2003-2005); ბასკური ენა და ბასკურ-კავკასიური ენათა ნათესაობის თეორია (2007); "ფსალმუნთა განმარტება" (2005-2006). გამოქვეყნებული აქვს: 3 მონოგრაფია, 10 წიგნი, 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც განხილულია ბასკური, ძველი და ახალი ქართული ენის (ქართველურ ენათა) აღწერითი, ისტორიულ-შედარებითი და ტიპოლოგიური ენათმეცნიერების, სწავლების მეთოდიკის, ლიტერატურათმცოდნეობის, ღვთისმეტყველების (ცოდნისა და რწმენის გაერთიანების) საკითხები; არის 60-მდე გამოცემის რედაქტორი და რედაქტორ-შემდგენელი, გამოსაცემად მზად აქვს: მონოგრაფია "ქართული სიტყვის ღვთისმეტყველება" და წიგნი "ღვთივსათნო სიტყვა მუხრანისა ("ხორცი მასესხა მიწამ, სული მასესხა ზეცამ")". მონაწილეობა აქვს მიღებული ენათმენიერ-კავკასიოლოგთა, ლექსიკოგრაფთა საერთაშორისო სიმპოზიუმებში, ადგილობრივ სამეცნიერო ფორუმებსა და კონფერენციებში (60-მდე მოხსენება). ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1984), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2006). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტიპოლოგიური გამოკვლევანი ბასკური ენის კალენდარული ლექსიკის სფეროდან (კვირის ტერმინოლოგია)"; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სიბრძნე სიცრუისას" იდეურ-კომპოზიციური სისტემა". Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |