Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზური გაბუნია![]()
Biographyდაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთმექანიკური განყოფილება 1965 წელს; 1965-1972 წწ. სწავლობდა ოდესის საზღვაო ფლოტის საინჟინრო ინსტიტუტში (ОИИМФ). 1968 წლიდან შრომითი საქმიანობა დაიწყო ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელში თავდაპირველად ლაბორანტად, შემდეგ სპეცსაგნების პედაგოგად, მოგვიანებით კი გემთმექანიკური განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1977 წლიდან შორეული ნაოსნობის კაპიტნის თანაშემწედ ცურავდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე: "მხატვარი ა. გერასიმოვი", "კაპიტანი ა. კაჭარავა" და სხვა. 1989 წლიდან სპეცსაგნების ლექტორად კვლავ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელში, 1994 წლიდან დღემდე კი გარდაქმნილ სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და მის მაგისტრატურაში. გემთინჟინერი, შორეული ნაოსნობის კაპიტნის თანაშემწე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ასოცირებული პროფესორი და საპატიო ემერიტუსი (2017). წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |