The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით მამულაძე

დავით მამულაძე
Date of birth:16 December, 1910
Date of death:16 June, 1981  (at 70 years)
Burial location:ფერიის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, ბათუმი
Category:Public official, Financier

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა თხილვანა, ხულოს რაიონი.

დაამთავრა ამიერკავკასიის სასოფლო-სამეურნეო კომუნისტური უმაღლესი სასწავლებელი 1935 წელს; ქ. ოდესის საფინანსო-საბანკო ინსტიტუტის კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსები პირველი თანრიგის ბანკის მმართველის კვალიფიკაციით 1937 წელს; საკავშირო ცენტრალურ კომიტეტთან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა 1951 წელს.

1929 წელს იყო ხიხაძირის სასოფლო კოოპერატივის მაღაზიის გამგე; 1930-1933 წწ. მუშაობდა ჯერ ხულოს რაიონული კოლმეურნეობის კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ, შემდეგ სამიწათმოქმედო განყოფილების (მიწგანი) გამგის მოადგილედ; 1935-1936 წწ. სახელმწიფო ბანკის ხულოს განყოფილების მმართველად; 1937-1938 წწ. სახელმწიფო ბანკის ქობულეთის განყოფილების მმართველად; 1938-1941 წწ. ხულოს რაიონის სამიწათმოქმედო განყოფილების გამგე; 1941-1944 წწ. ხულოს მშრომელთა დეპუტატების რაიონული საბჭოს აღმასკომის თავჯდომრად; 1944-1948 წწ. აჭარის ასსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისრად, აჭარის ასსრ სოფლის მეურნეობის მინისტრად; 1951-1954 წწ. აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავჯდომრის პირველ მოადგილედ, აჭარის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ; 1954-1961 წწ. საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი; 1961-1962წწ. საქართველოს სსრ დამზადების მინისტრად; 1962-1968 წწ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის სოფლის მეურნეობის ხელმძღვანელობის ბიუროს პარტიული ორგანოების განყოფილების გამგედ, ცენტრალური კომიტეტის სავაჭრო-საფინანსო და საგეგმო ორგანოების განყოფილების გამგედ; 1968-1970 წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. საკავშირი მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი (1970).

Member of Organizations

  • აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭო, წევრი
  • საქართველოს კპ ცენტრალური კომოტეტი, წევრი
  • საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო, წევრი
  • სსრ კავშირის კომუნისტური პარტიის XX და XXI ყრილობა, დელეგატი
  • სსრ კავშირის უმაღლესი საბჭო, წევრი (1954-1962)

Awards and Honors

  • საპატიო ნიშნის ორდენი (2 ორდენი)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

Bibliography


Share: