The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პავლე დოგუზოვი

პავლე დოგუზოვი
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1920  (103 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხარბინი, ჩინეთი.

დაამთავრა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (ქ. ბაქო).

1961-1974წწ. იყო ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას; 1990-1991 წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ.152; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, წევრი
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-)

გააზიარე: