Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ომარ ელოშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პილიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1969 წელს; ასპირანტურა 1976 წელს. 1969-1990 წწ. მუშაობდა სახალხო კონტროლის, პარტიული და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1969-1985 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოადგილე, თბილისის სახალხო კონტროლის საქალაქო კომიტეტის ინსპექტორი, საქართველოს რესპუბლიკის სახალხო კონტროლის კომიტეტის ინსპექტორი, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი, 1985 წლიდან საქართველოს კპ დმანისის რაიკომის პირველი მდივანი, რაი-საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1990-1991 წწ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საქართველოს კომუნისტური პარტიისაგან; ტრანსპორტის ქვეკომისიის თავმჯდომარე; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წწ. საქართველოს რესპუბლიკის მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი: პროპორციული წესით, N5 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ბლოკი "შვიდობა". 1992-1993 წწ. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი, სახელმწიფოს მეთაურის საგანგებო და სრულუფლებიანი წარმომადგენელი ცხინვალის რეგიონში. წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ.155; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |