Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოე ბოკუჩავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნოროხა, კვათანის თემი, აბაშის რაიონი. 1888 წლიდან მუშაობდა ბათუმის როტშილდის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში. 1890 წლიდან პროფესიონალური მოძრაობის აქტიური წევრი - ხელმძღვანელი იყო, იმავე წლის აგვისტოში გაფიცვა მოაწყო; 1893 წელს გაფიცვის გამო (25 დღე გაგრძელდა) შეიპყრეს და გადაასახლეს. 1897 წლიდან იყო მუშათა კოოპერაციის წევრი-აქტივისტი, 1900 წლიდან რსდმპ აქტიური წევრი, ქარხნის სოციალ-დემოკრატიული კოლექტივის თავმჯდომარე და პროფკავშირის ორგანიზატორ-თავმჯდომარე, 1902 წელს იყო ბათუმის დიდი გაფიცვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და სამთავრობო ჯართან შეტაკების აქტიური მონაწილე. 1902 წლიდან, სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის დადგენილებით, აბაშასა და სოფელ ნოსირში შექმნა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია, ბათუმში - მოწინავე მეგრელი მუშების ჯგუფი სამეგრელოს რევოლუციური მოძრაობის სახელმძღვანელოდ (მემამულეებისა და მთავრობის წინააღმდეგ). 1904 წელს სამეგრელში სხვებთან ერთად ხელმძღვანელობდა რევოლუციურ მოძრაობას, მოაწყო აბაშის რაიონის წითელი რაზმის ორგანიზაციები და შტაბი, რომლის წევრიც თვითონვე იყო, სხვებთან ერთად ხელმძღვანელობდა თვითმპყრობლობის წინააღმდეგ ბრძოლას. 1905 წელს, რევოლუციის დამარცხების შემდეგ, რეაქციის მიერ დანგრეული ორგანიზაციები აღადგინა და წითელრაზმელებთან ერთად ბრძოლა განაგრძო. 1906 წელს შეიპყრეს და ასტრახანის გუბერნიაში გადაასახლეს (ქ. ჩერნოიარი), საიდანაც გამოიქცა და ალიოშა ჯაფარიძესთან ერთად, დარისპან ფილიპეს ძე სიმონიას, აგრეთვე კოლია გვახარიას სახელ-გვარით დაიწყო მუშაობა. 1909-1911წწ. მასთან ინახებოდა არალეგალური სტამბა. მონაწილეობდა საგაფიცვო კომიტეტში (1913-1914წწ.). აბაშის რაიონის ორგანიზაციის დაშლის შემდეგ, ნოე ბოკუჩავა 102-ე მუხლით პასუხისგებაში მიეცა, მაგრამ სასამართლოს გაექცა და 1917 წლამდე არალეგალურ რევოლუციურ მუშაობას აწარმოებდა. მეფის მთავრობამ გაუნადგურა ოჯახი, მის შესაპყრობად და მოსაკლავად დაწესებული იყო ფულადი ჯილდო. რევოლუციის შემდეგ კულტურულ-საზოგადოებრივ და კოოპერაციულ მუშაობაში ჩაება. მუშა-რევოლუციონერი, პროპაგანდისტ-აგიტატორი, ორგანიზატორი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.402
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |